ირლანდიაში კოვიდის მართვის პროცესში სირთულეებია – ექიმების განცხადებით, ისინი პანდემიას აპრილსა და მაისში უკეთ უმკლავდებოდნენ

ჩრდილოეთ ირლანდიაში სირთულეებია კოვიდის მართვის პროცესში. სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლის განცხადების მიხედვით, საავადმყოფოები არის გადატვირთული კოვიდ ინფიცირებულებით და იყო შემთხვევა, როდესაც სასწრაფოს 17 მანქანას საავადმყოფოს შესასვლელთან უწევდა ლოდინი ავადმყოფების მისაღებად.

ასევე, სამედიცინო სერვისების ხელმძღვანელმა მოუწოდა საზოგადოებას თანამშრომლობისკენ, რათა შემცირდეს ზეწოლა საავადმყოფოებზე და სამედიცინო დახმარება მიიღოს ყველა პაციენტმა, ვინც ამას საჭიროებს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ისინი უკეთ უმკლავდებოდნენ პანდემიას აპრილსა და მაისში, როცა უფრო მეტი ადგილი ჰქონდათ საავადმყოფოებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები