ირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიციას ხალხში გასვლის ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს

“ოპოზიციას ხალხში გასვლის ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს,”- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ არ იცის ხალხს რა ენაზე ესაუბროს.

“ოპოზიცია ელექტორალურ კრიზისშია. არ აქვთ სალაპარაკო და, შესაბამისად, ყველანაირი რესურსი აქვთ ამოწურული ხალხში გასვლის. ბატონი გირჩიც მაგას ამბობს, თითქოს მათ არ აქვთ ვალდებულება ხალხის გამოღვიძების. ჩვენ ვხედავდით, რასაც აკეთებდნენ ესენი ხელისუფლებაში ჰყოფნის დროს – დაკავებულები იყვნენ ხალხის მოტყუების პოლიტიკით. შესაბამისად, იმავეს აკეთებენ ოპოზიციაში, 10 წელზე მეტია. ზუსტად ამაზე საუბრობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ. ამას ვერ აღიარებენ და ირიბად ამბობენ, რომ არ აქვთ ხალხის გაღვიძების ვალდებულება. არ იციან, ხალხს რა ენაზე ესაუბრონ”, – აცხადებს ჭეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები