პოლონეთში მთავრობამ მოქმედი შეზღუდვები გაახანგრძლივა და დამატებითი ზომები დააწესა

უცხოური მედია წერს, რომ, პოლონეთის მთავრობის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები გახანგრძლივდა და დამატებითი ზომები დაწესდა, მოქმედების ვადად 2021 წლის 17 იანვარი განისაზღვრა.

ახალი რეგულაციების თანახმად, 28 დეკემბრიდან ქვეყანაში სასტუმროები დროებით დაიხურება, ასევე, სამთო-სათხილამურო კურორტებიც. მაღაზიებიდან მხოლოდ სასურსათო, საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიები და აფთიაქები იმუშავებენ.

დაიხურება ფიტნესკლუბები, სპორტული დარბაზები და აკვაპარკები. რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები