ბაქო – თბილისი – ერზრუმის გაზსადენით გატარებული გაზის მოცულობა 17.8 %-ით გაიზარდა

აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თვეში ბაქო -თბილისი -ერზრუმის მილსადენმა 11.027 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაატარა, რაც 17.8% -ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მთლიანად, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მთავარი გაზსადენებით 26.290 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნა ტრანსპორტირებული, რაც 7,2% -ით მეტია 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი (სამხრეთ კავკასიის გაზსადენი) გატარებული გაზის მოცულობა მთლიანად გაზსადენებით გატარებული გაზის მთლიანი მოცულობის 41,9% -ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები