მიხეილ სარჯველაძე: აფრიკის დასახლებაში ჩატარებული ღონისძიებები გამოსახლება არ ყოფილა, იქ მოხდა ნაგებობის დემონტაჟი და აღნიშნული ფაქტი უფლებების დარღვევას არ წარმოადგენს

“გუშინ რაც ვიხილეთ, ეს სამართლადღვევის აღმოფხვრისთვის გატარებული ღონისძიებები გახლდათ”, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დემონტაჟთან დაკავშირებით გააკეთა.

სარჯველაძის თქმით, სახლების ნგრევა გამოსახლება არ ყოფილა, იქ მოხდა ნაგებობის დემონტაჟი და აღნიშნული ფაქტი უფლებების დარღვევას არ წარმოადგენს.

„უნდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სიფრთხილით მოვეკიდოთ მსგავს თემებს, როცა საუბარი გვაქვს ვითარებასათან, რომელიც გახლავთ სამართალდარღვევა და, შესაბამისად, გუშინ რაც ვიხილეთ, ეს სამართლადღვევის აღმოფხვრისთვის გატარებული ღონისძიებები არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს. მეორე, მხედველობაშია მისაღებია, თუ რა მოვლენები და რა სამართლებრივი პროცედურები უძღვოდა წინ იმ გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც დემონტაჟს გულისხმობდა, აქედან გამომდინარე, ალბათ, შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე გვქონდა არაინფორმირებული აღსრულება და ა.აშ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში, რომელიც მერიის გამოცემულია, აღსრულების პროცესიც შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ წარიმართოს. თუმცა, გუშინ ვიხილეთ, იქ, სადაც საცხოვრებელ სახლსა და საცხოვრებლად გამოყენებულ ფართის დემონტაჟზე არ გვქონდა საუბარი, გარკვეული სპეკულაციები იყო იმაზე, ზამთარში გამოსახლება არ შეიძლებაო. გამოსახლება ეს საერთოდ არ ყოფილა, აქ იყო ნაგებობის დემონტაჟი, რომელიც, ერთი მხრივ, უკანონო ნაგებობაა და, მეორე მხრივ, აგებულია სხვის საკუთრებაში, არა იმ პირის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელზეც საუბარია. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი უფლებების დარღვევას არ წარმოადგენს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 15 დეკემბერს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ე.წ აფრიკის დასახლებაში 12-მდე შენობის დემონტაჟი განახორციელა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები