ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის – „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტ CALIPER-ის მმართველი გუნდის მეორე შეხვედრა გაიმართა

15-16 დეკემბერს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის – „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტ CALIPER-ის მმართველი გუნდის მეორე შეხვედრა გაიმართა.

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ფონდსა და საქართველოს ინსტიტუციებში გენდერული თანასწორობის სამომავლო უზრუნველყოფას, ქალი მკვლევრების რაოდენობის ზრდას STEM მიმართულებებში, მათი კარიერული პერსპექტივების გაუმჯობესებასა და გენდერული განზომილების ინტეგრირებას კვლევაში.

“შეხვედრაზე დამსწრე კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების საკითხი. შეხვედრის მიმდინარეობისას პროექტის სამუშაო პაკეტების ლიდერებმა წარადგინეს პრეზენტაციები, მიმოიხილეს კონსორციუმის სამომავლო საქმიანობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები