სოზარ სუბარი: “აფრიკაში” დანგრეული სახლების მეპატრონეებს სხვა საცხოვრებელი ფართებიც აქვთ

„რაც დღეს მოხდა აფრიკის დასახლებაში და მე რაც მოვიკითხე, არცერთ იმ სახლში ადამიანები არ ცხოვრობდნენ და იმ სახლების უმეტესობა ბოლო რამდენიმე თვეში აშენდა. ასევე, რომელი სახლებიც დაინგრა, მათ მეპატრონეებს სხვა საცხოვრებელი ფართებიც აქვთ, ამიტომ, ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონს”, – ამის შესახებ სამგორის რაიონის დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველთვის დახმარების გაწევა შეუძლებელია და სცილდება კანონიერებისა და თანაგრძნობის ფარგლებს.

„კიდევ გავიმეორებ, რომ არის შენობები, რომლებიც არ არის დაკანონებული, მაგრამ ადამიანებმა ბავშვობაში ხე რომ დარგეს, ის ხე დღეს ნაყოფს ისხამს, ჩრდილს იკეთებს და ხალხი წლობით ცხოვრობს. აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას ვპირდებოდი, რომ სადაც კანონი მოგვცემდა საშუალებას, მაქსიმალურად დავეხმარებოდი, ყოველთვის ამის გაკეთება შეუძლებელია და სცილდება კანონიერებისა და თანგრძნობის ფარგლებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები