თამარ გაბუნია: პატარა სტაბილიზაცია, რომელსაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, არის ცალსახად შეზღუდვების შედეგი და პირდაპირ დაკავშირებულია მობილობის რეგულირებასთან

“პატარა სტაბილიზაცია, რომელსაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, არის ცალსახად შეზღუდვების შედეგი და პირდაპირ დაკავშირებულია მობილობის რეგულირებასთან”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ ადრეა სრულ სტაბილიზაციაზე საუბარი.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში უკიდურესი დატვირთვით მუშაობდა ჯანდაცვის სისტემა. რა თქმა უნდა, პატარა სტაბილიზაცია, რომელსაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, არის ცალსახად შეზღუდვების შედეგი და პირდაპირ დაკავშირებულია მობილობის რეგულირებასთან. ამდენად, რა თქმა უნდა, ჰოსპიტლური სექტორი, რომელიც უკიდურესად გადაღლილია ბოლო პერიოდის მოვლენებით, მაქსიმალურად დაინტერესებულია იმით, რომ ეს სიტუაცია შენარჩუნდეს და ჰქონდეთ, გარკვეულწილად, სტაბილიზაციის და იმ პირობებში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რისი შედეგიც და საშუალებაც ამ შეზღუდვების შედეგად შემთხვევების მცირედი კლების ტენდენციამ მოგვცა. ჯერ ადრეა სრულ სტაბილიზაციაზე საუბარი, რადგან შეზღუდვები გრძელდება. მომდევნო ერთი კვირა, ათი დღე გარკვეულწილად საბოლოო სურათის დანახვის საშუალებას მოგვცემს და ამის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს გადაწყვეტილებები”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები