აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს

აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.

ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ, კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერიის მიერ აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟის დაწყებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები