აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
უწყების ცნობით, დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონში 263 დადასტურდა.
მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა 467 ინფიცირებული და კლინიკა დატოვა -125-მა პაციენტმა.
დღემდე აჭარაში კოონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 26 322 პაციენტი.
კრიტიკულად ფასდება 43 პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს 778 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 1 268; ონლაინ კლინიკაში კი დარეგისტრირებულია 2 916 ინფიცირებული.