ბოსნია და ჰერცეგოვინის მთავრობის წევრები ლავროვს პროტესტის ნიშნად არ შეხვდნენ

ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის წევრებმა – ჟელკო კომშიჩმა და შეფიკ ჯაფეროვიჩმა ქვეყანაში სამუშაო ვიზიტით მყოფ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე უარი თქვეს.

ქვეყნის პრეზიდიუმის სამ წევრთან: კომშიჩთან, ჯაფეროვიჩსა და მილორად დოდიკთან ლავროვის შეხვედრა დღეს დილით უნდა გამართულიყო.

თუმცა, კომშიჩმა და ჯაფეროვიჩმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ არ ეთანხმებიან ლავროვის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას დეიტონის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც ბოსნიის პოზიციას ეწინააღმდეგება.

დეიტონის ხელშეკრულება სამშვიდობო შეთანხმებაა, რომელიც მიღებულია 1995 წლის 1-ელ  ნოემბერს. ამ ხელშეკრულებით, დასრულდა ბოსნიის ​31⁄2 წლიანი ომი, ასევე, იუგოსლავიის ერთ – ერთი ომი. მეომარი მხარეები შეთანხმდნენ მშვიდობასა და ერთიანი სუვერენული სახელმწიფოს შექმნაზე, რომელიც ცნობილია, როგორც ბოსნია და ჰერცოგოვინა. იგი შედგება ორი ნაწილისაგან, ძირითადად, სერბებით დასახლებული რესპუბლიკა სერპსკაში და ბოსნია-ხორვატებისგან, ბოსნიასა და ჰერცეგოვინას ფედერაციაში.

როგორც 14 დეკემბერს ლავროვმა განაცხადა, რუსეთი მხარს უჭერს დეიტონის შეთანხმების პრინციპებს და მხარეებს მისი შესრულებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა, რომ მოხდეს შეთანხმების გადახედვა, სერიოზულ რისკებსა და შედეგებს გამოიწვევს.

ბოსნია და ჰერცეგოვინას პრეზიდიუმი კოლექტიური უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები