სხვა ქვეყნებთან შედარებით, სომხეთში რადიკალურად მცირე რაოდენობის ტესტირება ტარდება

13 დეკემბერს სომხეთში კორონავირუსის გამოსავლენად მხოლოდ 1 373 ტესტი ჩატარდა, ეს მაშინ – როცა დეკემბერის თვეში ევროპის ცალკეული ქვეყნები ინფიცირებულთა გამოვლენის მიზნით ზრდიან კოვიდტესტების რაოდენობას.

შედარებისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში 20 176 ტესტი ჩატარდა, რაც 14-ჯერ მეტია სომხეთის მონაცემზე.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში ტესტირება მცირე რაოდენობით ტარდება, 1 მოსახლეზე შემთხვევის რაოდენობით მსოფლიოში მე-11 ადგილზეა და დადასტურებული, კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2500-ს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები