თეა წულუკიანი: „ნაცმოძრაობამ“ სიიდან მხოლოდ ის ადამიანები ჩახსნა, ვინც ვერ მოხვდა პარლამენტში, რადგან მათ არ ენდობიან
„ნაციონალური მოძრაობის“ სიაზე გეტყვით. როცა ამბობენ, რომ ჩვენ სია ჩავხსენით, მათ მხოლოდ ის ადამიანები ჩახსნეს, ვინც ვერ გავიდა პარლამენტში”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ სიის იმ წევრების ჩახსნა, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, ნიშნავს, რომ მათ არ ენდობიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ სიაზე გეტყვით. როცა ამბობენ, რომ ჩვენ სია ჩავხსენით, მათ მხოლოდ ის ადამიანები ჩახსნეს, ვინც ვერ გავიდა პარლამენტში. ისინი, ვინც გავიდნენ, ჩახსნილები არ არიან, მაგრამ ამას მორიდებით და ნახევარი ტონით ამბობენ, რომ ემანდ, თქვენ ვერ მიხვდეთ, რას ამბობენ, მაგრამ თქვენ ხომ ამას ჩემზე კარგად ხვდებით, რომ მხოლოდ ის თანამებრძოლები ჩახსნეს, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ და მათ არ ენდობიან. ეს ამას ნიშნავს და ძალიან მაინტერესებს, „ნაციონალური მოძრაობის“ სიისა და „ევროპული საქართველოს“ სიის წევრების აზრი, რომელთაც პარტიებმა უთხრეს – არ გენდობით, რადგან ჩვენ თუ არ შევედით, შეიძლება, შეხვიდეთ. ამიტომ, საკუთარ თანამებრძოლებს უნდობლობა გამოუცხადეს და სიის მხოლოდ ის ნაწილი ჩახსნეს, ვინც ვერ შევიდა პარლამენტში. ვინც პარლამენტში შევიდა, ისინი დღეს დეპუტატები არიან, სანამ უფლებამოსილებას ჩვენ არ შევუწყვეტთ. კითხვა ისმის ასე – მოვლენ და თავიანთ თეთრ სკამზე დაბრძანდებიან თუ არა. კითხვა – შალვამ მომართა, პასუხი – ეს ჯერ გრამაფონია. სანამ წერილებს არ შემოიტანენ, როგორც გუშინ რამდენიმემ გააკეთა, მაგრამ ეს არის ცოტა, ჩვენ ველოდებით – ყველა შემოიტანს, ზოგი შემოიტანს, თუ არ შემოიტანს. ამ ადამიანებს ცესკო-ში საკუთარი თავის ჩახსნა არც გაუკეთებიათ და არც შეეძლოთ, გაეკეთებინათ. ვინც შემოიტანს, თითოეულის წერილი განხილული იქნება, კენჭისყრა შედგება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.