ხაჭაპურის ინდექსი 12% – ით გაიზარდა

ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 2020 წლის ნოემბერში 4.62 ლარს შეადგენდა, რაც 4,5% -ით მეტია 2020 წლის ოქტომბერთან და 12% -ით მეტია გასული წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით.

ინდექსის გამომთვლელები განმარტავენ, რომ წელიწადის ამ დროს, ნოემბერში ხაჭაპურის ინდექსი ყოვეთვის აღმავალ ტრენზეა. ხაჭაპურის ინდექსს, როგორც წესი, ზრდის მისი ყველა ინგრედიენტის გაძვირება, განსაკუთრებით, ახალი რძის მარაგის შემცირების კლება და მისი ფასის მატება.

მოკლედ, ნოემბერში ხაჭაპურის დასამზადებლად საჭირო ყველა ინგრედიენტი წლიურ ჭრილში გაძვირებულია, გარდა კვერცხისა.

გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (2019 წლის ნოემბერი), ყველი გაძვირდა 17,1% -ით, ფქვილი – 16,0% -ით, რძე – 4,8% -ით, საფუარი – 15,3% -ით, ხოლო კარაქის ფასი 13.8% -ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ კვერცხის ფასი წლიურ ჭრილში ოდნავ, -1,5% -ით შემცირდა.

ხაჭაპურისთვის საჭირო იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასის ზრდის მთავარი მიზეზი იყო ლარის გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებით. რაც შეეხება კვერცხის მცირე გაიაფებას, ხაჭაპურის ინდექსის გამომთვლელთა განმარტებით, საქართველოში კვერცხის იმპორტი არცთუ ისე მაღალია და ლარის კურსის რყევები პირდაპირ გავლენას არ ახდენს მის ფასზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები