ხატია დეკანოიძე – გრიგოლ ვაშაძეზე: ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დეკანოიძის თქმით, ის წუხს, რომ პარტიასა და თავმჯდომარეს შორის პოზიციების დაახლოება ბოლომდე ვერ მოხერხდა.

“პირველ ყოვლისა, მადლობა მინდა, გადავუხადო გრიგოლ ვაშაძეს. ის ურთულეს წლებში შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა. ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის. თუმცა, ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად, ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ – დაუღალავი, უკომპრომისო ბრძოლისა და უკეთესი ცვლილებების ფონზე.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალი ზუსტად ასევე ესახება ბატონ გრიგოლს, სადაც  უნდა იყოს მომავალში. სხვა დეტალებში ჩაღრმავებას ნამდვილად არ ვაპირებ…”, – წერს დეკანოიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა. “მე გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან”, – აღნიშნა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები