„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ორგანიზებული, ხატვის კონკურსი თემაზე – „მომავალი შენია“ წელს ონლაინრეჟიმში გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობა, ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მასშტაბით, თითქმის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლემ და 12 წლის ზევით მოზარდებმა მიიღეს.
აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, ჭიათურაში 35-მდე ნამუშევარი შევიდა. ნახატები სამხატვრო ხელოვნების სკოლაში სამი კაცისგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და მათგან 6 მოსწავლის 7 ნამუშევარი შეარჩია.
ჟიურის წევრები ჭიათურის სამხატვრო სკოლის დირექტორი – ზურაბ ცერცვაძე, სახვითი ხელოვნების პედაგოგი – კახაბერ ხვედელიძე და სამხატვროს სკოლის დირექტორის მოადგილე – ნაირა ბაბლიძე გახლდნენ.
გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები არიან: კარლო ცუცქირიძე – „მომავლის ქალაქი“, ვიკა სამხარაძე – „პანდემიასთან ბრძოლა“, ხათუნა სამხარაძე – „ნატურმორტი“, ქრისტინე მოდებაძე „ნატურმორტი“, ელენე ბრეგვაძე „ზამთარი“, მირანდა ჩაჩანიძის ორი ნამუშევარი: „ბალერინა“ და „გაზაფხული“. რაც შეეხება ზესტაფონს, ხატვის კონკურსის გამარჯვებული ექვსეული ქალაქის სამხატვრო სკოლის სპეციალისტებმა 40-მდე ნამუშევრიდან გამოავლინეს. კომპეტენტურმა ჟიურიმ საბოლოო გადაწყვეტილება იმ მოზარდების ნახატების სასარგებლოდ მიიღო, რომელთა ნამუშევრები კონკურსის თემატიკას ყველაზე მეტად შეესაბამებოდა.
გამარჯვებულები არიან: ზესტაფონის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე, მარი სახვაძე; ზესტაფონის #6 საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ ჭუმბურიძე; ზესტაფონის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე, ანა ქურციკიძე; შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლე, გიორგი გურგენიძე; ზესტაფონის #7 საჯარო სკოლის მოსწავლე, ანა თაბუკაშვილი და დამოუკიდებელი სკოლა „ანაბასისის” მოსწავლე, ელენე ჩუბინიძე.
კონკურსში გამარჯვებული მონაწილეების ნამუშევრები „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შექმნილ, 2021 წლის კედლის კალენდარზე დაიბეჭდება, გამარჯვებულებს კი კომპანიის წარმომადგენლები 21-22 დეკემბერს დაასაჩუქრებენ.