ეკატერინე ტიკარაძე: მიზანი არის არა მხოლოდ სტაბილიზაცია, არამედ უკვე ინფექციის გავრცელების კლებაზე მუშაობა

„თქვენ აკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვანი სტაბილიზაცია ხდება, რაც მოსალოდნელი იყო”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიზანი არის არა მხოლოდ სტაბილიზაცია, არამედ უკვე ინფექციის გავრცელების კლებაზე მუშაობა.

„თქვენ აკვირდებით, რომ მნიშვნელოვანი სტაბილიზაცია ხდება ინფექციის გავრცელების, რაც ასევე მოსალოდნელი იყო. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორად იყო შერჩეული რეგულაციები იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეხდინა ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის შემცირება. ჩვენ დამატებით კიდევ ვიმსჯელებთ ამ კვირის განმავლობაში, ვინაიდან, რა თქმა უნდა, მიზანი არის არა მხოლოდ სტაბილიზაცია, არამედ უკვე ინფექციის გავრცელების კლებაზე მუშაობა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები