დავით სერგეენკო: ელჩები ახმოვანებენ ქვეყნების და არა – თავიანთ პირად პოზიციას

“ქართული ოცნების” წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ელჩები ქვეყნების პოზიციას ახმოვანებენ და არა – თავიანთ პირად პოზიციას.

სერგეენკოს თქმით, ოპოზიციის ნაწილისგან ელჩებისადმი მიმართვები უცნაური მოსასმენია.

„ოპოზიციის ნაწილისაგან მართლაც უცნაური მოსასმენია ასეთი მიმართვა იმ ქვეყნების ელჩებისადმი, რომლებიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ელჩები იმ ქვეყნების პოზიციას ახმოვანებენ და არა – თავიანთ პირად პოზიციას. მათი მოხსენიება, როგორც ტყვეებით ვაჭრების, ცალსახად მიუღებელია და არანაირად ხელს არ უწყობს მოლაპარაკების პროცესს, პირიქით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები