საქართველოდან პირველი აგვისტოდან 10 834 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა
საქართველოდან პირველი აგვისტოდან 13 დეკემბრამდე 10 834 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.7 მილიონი დოლარი შეადგინა.
ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 39%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 40%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს.
მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4 656 ტონა), უკრაინასა (3 196 ტონა) და სომხეთში (2 838 ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელორუსიაში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.