ესტონეთში დღეიდან ძალაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვა შევიდა

ესტონეთში დღეიდან ძალაში შევიდა კორონავირუსის გავრცელების პრევენცისკენ მიმართული ღონისძიებები, რომლებიც ქვეყნის მთავრობამ გასულ კვირას დააანონსა.

შეზღუდვა ძალაში იქნება 4 იანვრამდე, რომელიც ითვალისწინებს სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვას, ასევე, სხვა კოლექტიური ღონისძიებების შეზღუდვას.

გასართობი ღონისძიებების გამართვა დასაშვებია მხოლოდ 10 ადამიანის მონაწილეობით.

ამასთან, საბავშვო ბაღები მუშაობას აგრძელებენ.

12 დეკემბერს ესტონეთში ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა – 758 შემთხვევა. მანამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 500-ს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები