თურქეთში „ბაქო -თბილისი -ყარსისა“ და „ბაქო -ნახჭევანი- თურქეთის“ რკინიგზების ინტეგრაციას განიხილავენ
მსოფლიო ენერგეტიკული საბჭოს თურქეთის ეროვნული კომიტეტის ენერგეტიკის დიპლომატიის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის, თურქეთის ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ოქტაი ტანრისევერის განცხადებით, „ბაქო-თბილისი-ყარსისა“ და „ბაქო-ნახჭევან-თურქეთის“ რკინიგზების ინტეგრირება გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტში მონაწილე მხარეებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ პროექტი გარკვეულ გავლენას მოახდენს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტზე, მაგრამ ის უმნიშვნელო იქნება. მან აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსი კვლავაც რჩება ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ რკინიგზად და შეინარჩუნებს თავის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის ჩრდილოეთ რეგიონებისთვის. ექსპერტმა ასევე შემოგვთავაზა ბაქო-თბილისი-ყარსისა და ბაქო-ნახჭევან-თურქეთის რკინიგზის ინტეგრირება გრძელვადიან პერსპექტივაში.
როგორც ტანრისევერი აცხადებს, სარკინიგზო პროექტს – “თურქეთის კარიბჭე” თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ნახჭევანის გავლით დიდი სტრატეგიული უპირატესობა ექნება.
მისი თქმით, ეს, უპირველეს ყოვლისა, ხელს შეუწყობს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის უფრო მოკლე და ეფექტური დერეფნის შექმნას, რომელიც ნახჭევანს მჭიდროდ დააკავშირებს აზერბაიჯანის სხვა რეგიონებთან. მეორე მხრივ, თურქეთი და აზერბაიჯანი, რომლებმაც უფრო მჭიდრო კავშირი დაამყარეს შუა აზიის თურქულენოვან სახელმწიფოებთან, შექმნიან მნიშვნელოვან სავაჭრო დერეფანს ჩინეთთან. ”
როგორც ტანისვერმა აზერბაიჯანულ მედიასთან აღნიშნა, ეს პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივ ვაჭრობასა და თურქეთისა და აზერბაიჯანის განვითარებაში, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტირების ტარიფების შემცირებას.
შეგახსენებთ, რომ „ბაქო -თბილისი-ყარსი“ გაიხსნა 2017 წლის 30 ოქტომბერს. სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს არის უმოკლესი გზა არა მხოლოდ 3 ქვეყანას, არამედ აზიასა და ევროპას შორის. BTK საშუალებას გაძლევთ, შეამციროთ საქონლის ტრანსპორტირების დრო. რკინიგზა ხელს უწყობს შუა აზიის ქვეყნების: თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე შესვლას.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ რკინიგზა, რომლის საერთო სიგრძეა 846 კმ. საქართველოზე გადის 263 კმ, სარკინიგზო ხაზის 79 კილომეტრი – თურქეთში.