ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხარო მოვლენაა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან დაახლოების მთელ იდეას ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ეს სხვადასხვა ინსტრუმენტით ხდება
,,სამწუხარო მოვლენაა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან დაახლოების მთელ იდეას ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს”,- ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირისა და იმ ფასეულობის მატარებელი ევროპისთვის იბრძვის, რისთვისაც გაერთიანება შეიქმნა.
„სამწუხარო მოვლენაა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან დაახლოების მთელ იდეას ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ეს სხვადასხვა ინსტრუმენტით ხდება. „ევრონესტი“ ისეთ ჯგუფებს იწვევს, რომელთაც საპარლამენტო ცხოვრებასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და თავიდან ბოლომდე თავის რეზოლუციებს საქართველოსთან მიმართებით აგებს. რა უფლებით, რა ობიექტურ საფუძველზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საქართველოში საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები არ შედგა? ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ შეტევისთვის. საქართველო ევროკავშირისა და იმ ფასეულობის მატარებელი ევროპისთვის იბრძვის, რისთვისაც გაერთიანება შეიქმნა. ერთი ბიუროკრატია დიქტატს ახორციელებს სუვერენულ და დემოკრატიულ სახელმწიფოებზე. ეს პოზიცია გაზიარებულია ბევრი ხალხის და უკვე მთავრობების მიერ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.