“გზის გადაკეტვით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ იმ თვალსაზრისით, რა მიზანიც მათ აქვთ, რომ ხელისუფლება ჩამოიშალოს” – გიორგი კახიანი
“ეს ყველაფერი არის დაორგანიზებული. დიდი ალბათობით, ამის უკან არის ფინანსები, რომლებიც შემოედინება ქვეყნის გარედან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა.
როგორც მან განმარტა, ასეთი ქმედებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს.
„ასეთი გადაკეტვებით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ იმ თვალსაზრისით, რა მიზანიც მათ აქვთ, რომ ხელისუფლებას ჩამოიშალოს. ეს ვერანაირი შედეგს ვერ გამოიღებს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების მხრიდან ამას მოჰყვება სათანადო შეფასება“, – აღნიშნა კახიანმა.
აქციის რამდენიმე მონაწილემ რუსთაველის გამზირი გუშინ ისევ გადაკეტა.