ორბანი: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას უნგრეთი მხარს არ დაუჭერს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.
როგორც ორბანმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება ყველა წევრმა სახელმწიფომ ერთხმად უნდა მიიღოს.
„მინდა, შევახსენო პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები ერთხმად იღებენ. უნგრეთი უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს,“ — განაცხადა ორბანმა.
როგორც მედია აღნიშნავს, უნგრეთის ლიდერი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ აკრიტიკებდა ბრიუსელის მიდგომას უკრაინის მიმართ და აცხადებდა, რომ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გაგრძელება „არ შეესაბამება რეალობას“.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნები დეკემბერში განიხილავენ საკითხს, დაიწყოს თუ არა ოფიციალური მოლაპარაკებები უკრაინის წევრობაზე.