დეკემბერში ყველაზე მეტი ჯავშანი კახეთის სასტუმროებშია

დეკემბრის სამომავლო დატვირთულობამ 1% შეადგინა ზღვისპირა სასტუმროებში, 3% – თბილისში და 6% – სხვა რეგიონებში, ხოლო კახეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 7% დააფიქსირდა.
„თიბისი კაპიტალის” ყოველკვირეული ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, უქმეების დატვირთულობა გასულ კვირასთან შედარებით შემცირდა ყველა რეგიონში, გარდა კახეთისა.
რაც შეეხება ფასდაკლებებს, არსებული ჯავშნების მიხედვით, ნოემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება.
ზღვისპირა სასტუმროებმა შედარებით დაბალი ფასდაკლებები შესთავაზა მომხმარებლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები