კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 დეკემბერია
იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ კომუნალური სუბსიდირება, თუმცა, არ სურთ, ისარგებლონ შეღავათებით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკ-ის ვებგვერდზე www.gnerc.org/ge/covid-19.
ნოემბრის სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადაა 11 დეკემბერი.
როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისისაში (სემეკ) განმარტავენ, www.gnerc.org/ge/covid-19 პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.
იქედან გამომდინარე, რომ კომუნალური შეღავათი გათვლილია 4 თვის (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე, მოქალაქეებს შეუძლიათ, კომუნალურ შეღავათებზე უარი დააფიქსირონ როგორც ყოველთვიურად – ყოველ თვეზე ცალ-ცალკე, ასევე, ერთიანად, ოთხივე თვეზე.
“კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ”, – აცხადებენ სემეკ-ში.