უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის თებერვლის ბოლომდე გახანგრძლივდა; პანდემიის დაწყებიდან პირველად, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსისგან 276 პაციენტი გარდაიცვალა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის თებერვლის ბოლომდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, პანდემიის დაწყებიდან პირველად, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსისგან 276 პაციენტი გარდაიცვალა.

„უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის თებერვლის ბოლომდე გახანგრძლივდა. პანდემიის დაწყებიდან პირველად, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსისგან 276 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში, ქვეყანაში ინფიცირების 12 585 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;
უფრო მკაცრი შეზღუვები 2021 წლის 8 – 24 იანვრის პერიოდში გამოცხადდება. „ლოქდაუნის“ დროს შემდეგი შეზღუდვები დაწესდება: დაიხურება სასწავლო (საბავშვო ბაღებისა და სპეცცენტრების გარდა) და გასართობი დაწესებულებები, კულტურის ცენტრები, ასევე, ბაზრებიც. აიკრძალება მასობრივი ღონისძიებები. იმუშავებს მხოლოდ პირველადი საჭიროების პროდუქციის მაღაზიები და აფთიაქები. კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ. სილამაზის სალონებში ვიზიტი მხოლოდ წინასწარი ჩაწერის საფუძველზე იქნება შესაძლებელი“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები