ოპოზიციური პარტიები, პარლამენტის სხდომის პარალელურად, ბოიკოტირების აქტს აწერენ ხელს
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო. სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უძღვება.
პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიოტირაზე ოპოზიციური პარტიების არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. ისინი საერთო შეთანხმებას ბოიკოტირებასთან დაკავშირებით აწერენ ხელს.
პირველ პლენარულ სხდომას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერმინისტრი, დიპლომატიური კორპუსი, თბილისის მერი და სასულიერო პირები.