ესპანეთის ცალკეულ რეგიონებში შეზღუდვები მკაცრდება

ესპანეთის რეგიონული ლიდერების ნაწილმა საშობაო და საახალწლო რეგულაციების თაობაზე განცხადებები გააკეთა. ბალეარის კუნძულებზე ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, ბოლო 14 დღის მანძილზე 100 000 ადამიანზე კორონავირუსით ინფიცირების 260 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, რეგიონული მთავრობის გადაწყვეტილებით, კუნძულებზე 00:00 საათის ნაცვლად ე.წ. კომენდანტის საათი 22:00 საათიდან დაიწყება და 07:00 საათამდე გაგრძელდება.

ანდალუსიის რეგიონულმა მთავრობამ კი მობილობასა და შეკრებებზე შეზღუდვა 12 დეკემბრამდე გადაავადა, ხოლო შობა-ახალი წლის რეგულაციების შესახებ გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ვალენსიის რეგიონის საზღვრები 2021 წლის 15 იანვრამდე ჩაკეტილი დარჩება. გამონაკლისის სახით, ნათესავებისა და ოჯახის წევრების სანახავად მოგზაურობა მხოლოდ 23-25 დეკემბერს, 31 დეკემბერსა და 2021 წლის 1-ელ იანვარს იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები