ნიუ იორკის გუბერნატორი: საშობაო წვეულებები გაართულებს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და ჰოსპიტალიზების მაჩვენებელს, რასაც აშშ-ის სიტემა ვერ გაუძლებს

ნიუ იორკის გუბერნატორი ეთანხმება ენტონი ფაუჩის მოსაზრებას, რომ დახურულ სივრცეში გამართული საშობაო წვეულებები გაართულებს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და ჰოსპიტალიზების მაჩვენებელს. გუბერნატორის მოსაზრებით, ეს მაჩვენებლები ისედაც მაღალია დღეისთვის და კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც აშშ-ის სიტემა ვერ გაუძლებს. მისივე თქმით, ამჟამად მნიშვნელოვანია არა თავად ინფიცირების, არამედ – ჰოსპიტალიზების მაჩვენებლის კლება.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ვაქცინის მიმართულებით დამაიმედებელი სიახლეებია. ფაუჩი აფრთხილებს ამერიკელებს, რომ იანვარის შუა რიცხვები იქნება ძალიან რთული, რადგან დღესასწაულების შემდგომ პერიოდში მოსალოდნელია ინფიცირებულთა დრამატული ზრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები