ჟურნალმა Time-მა “წლის ადამიანი” დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა “წლის ადამიანი” დაასახელა და სტატუსი ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და არჩეულ ვიცეპრეზიდენტს, კამალა ჰარისს მიაკუთვნა.

ინფორმაცია გამოცემის საიტზე ვრცელდება.

Time-ის რედაქციაში აცხადებენ, რომ ბაიდენი კოვიდ19-ის პანდემიას სერიოზულად უდგება. ასევე, აღინიშნება, რომ ბაიდენი და ჰარისი ოდესღაც მეტოქეები იყვნენ, თუმცა, ამჟამად პარტნიორები არიან, “მათ სჯერათ, რომ სწორი ხელმძღვანლობით დაკარგული სოლიდარობის დაბრუნება არის შესაძლებელი”.

გარდა ამისა, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ბაიდენმა არჩევნებში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და ამით 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას რეკორდი მოხსნა.

2019 წელს, Time-ის ვერსიით, “წლის ადამიანი” 16 წლის შვედი მოსწავლე, გრეტა ტუნბერგი გახდა

ამერიკული ჟურნალის, “ტაიმ”-ის პირველი გამოცემა 1923 წელს გამოვიდა და მის გარეკანზე აშშ-ის თემთა პალატის მაშინდელი სპიკერი, ჯოზეფ კენონი ფიგურირებდა.

ჟურნალის არსებობის 80 წლის განმავლობაში ყველაზე განთქმული განყოფილებაა მისი ყოველწლიური ნომინაცია „წლის პერსონა“ (აგრეთვე ცნობილი როგორც წლის ადამიანი) — მთავარი სტატია, რომელშიც ,,ტაიმი,, ერთ-ერთ გამოჩენილ ადამიანს ან ჯგუფს გამოარჩევს, რომელსაც ან რომელთაც ამ წლის მოვლენებში განსაკუთრებული ეფექტი მოახდინეს. ტიტულის მიუხედავად, ნომინაცია შეიძლება, ადამიანს არ მიენიჭოს — 1983 წელს საშინაო სამაგიდო კომპიუტერი ცნობილ იქნა „წლის მანქანად“.

1999 წელს ალბერტ აინშტაინი ტაიმის მიერ საუკუნის პერსონად იქნა აღიარებული.

ნომინაცია მიმდინარე წლის მოვლენებზე ეფექტის სიდიდით განისაზღვრება, ნომინაცია განურჩევლად შეიძლება მიენიჭოს უდიდეს კეთილ ან ბოროტმზრახველსაც. წარსულში ისეთი ფიგურები, როგორიც იყვნენ ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი წლის ადამიანებად დასახელდნენ. თუმცა, ჟურნალმა 2001 წლიდან პოლიტიკა შეიცვალა: მიიჩნევდნენ, რომ ოსამა ბინ ლადენი იყო ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი ეფექტი მოახდინა ამ წლის მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა ედიტორთა კომისიამ ამგვარი ნომინაცია სარისკოდ ჩათვალა და ნომინაცია რუდოლფ ჯულიანის (ნიუ-იორკის ყოფილი მერი) მიაკუთვნა.

2005 წლის ადამიანებად ბილ გეიტსი, მელინდა გეიტსი და U2-ს როკ ვარსკვლავი, ბონო დასახელდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები