გიორგი ვაშაძე: ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ დავწერთ განცხადებას და ჩავხსნით ჩვენს სიებს

“ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ დავწერთ განცხადებას და ჩავხსნით ჩვენს სიებს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიას სურს, რომ შეთანხმება შედგეს და მოლაპარაკებებში მონაწილეობას აპირებს.

,,ჩვენ გვქონდა დისკუსია და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ დავწერთ განცხადებას და ჩავხსნით ჩვენს სიებს. საპარლამენტო არჩევენებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბოიკოტს.

სიტუაცია ძალიან მძიმეა და ის, რომ ხვალ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, არის არა ვინმეს გამარჯვება, არამედ ეს არის უზარმაზარი პრობლემა და მარცხი ქართული დემოკრატიის. ყველა უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა და სახელმწიფო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები