ამირან სალუქვაძე: მე-5 რაუნდის შემდეგ ,,ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებები უნდა შეწყვიტოს
“მე-5 რაუნდის შემდეგ ,,ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებები უნდა შეწყვიტოს”, – ამის შესახებ ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საერთო ოპოზიციური მოთხოვნა ან საერთო ოპოზიციური ერთობა ბუტაფორიაა და ერთი პირის ინტერესებს ემსახურება.
,,ქართული ოცნების ” დღევანდელი განცხადების საპასუხოდ არჩეულ საპარლამენტო ოპოზიციას საპასუხო რა აქვს?
პარლამენტი შექმნის საგამოძიებო კომისიას, რომელშიც შევლენ დაინტერესებული სუბიექტები, გადათვლიან ხმებს და თუ 1% სხვაობა “ოცნების” სასარგებლოდ დადასტურდება, გამოცხადდება ვადამდელი არჩევნები. რა უნდა იყოს ამის საპასუხო? არაფერი.
ასევე, ვინც დაწერს განცხადებას მანდატის გაუქმებაზე, მათი თხოვნა დაკმაყოფილდება. ოპოზიციას იმედი ჰქონდა, არ დაუკმაყოფილებდნენ.
დაფინანსების შეწყვეტაზე 1-ელ ნოემბერს დავწერე და სრულად ვიზიარებ.
მე-5 რაუნდის შემდეგ ,,ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებები უნდა შეწყვიტოს. მგონი, მეხუთეც ზედმეტია.
ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა. ვინც გაბედავს, ვინც შეძლებს – გამოვიდეს “ნაცმოძრაობის” ზეწოლიდან, მოიგებს და ქვეყნისთვისაც სასარგებლო იქნება.
საერთო ოპოზიციური მოთხოვნა ან საერთო ოპოზიციური ერთობა ბუტაფორიაა და ერთი პირის ინტერესებს ემსახურება”, – წერს ამირან სალუქვაძე.