ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენს ეუთო/ოდირ-ის საარჩევნო ანგარიშის მიმართ, რუსეთის აგენტად გამოაცხადეს ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

„რადიკალური ოპოზიცია უკვე დიდი ხანია, არ ცნობს არცერთ ქართულ დემოკრატიულ ინსტიტუტს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა.

„რადიკალური ოპოზიცია უკვე დიდი ხანია, არ ცნობს არცერთ ქართულ დემოკრატიულ ინსტიტუტს და ახლა უკვე ღიად გაილაშქრეს საერთაშორისო ინსტიტუტების წინააღმდეგაც
შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენენ ეუთო/ოდირ-ის საარჩევნო ანგარიშის მიმართ, რუსეთის აგენტად გამოაცხადეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ა.შ. დასავლურ ინსტიტუტებზე გახშირებული თავდასხმების კულმინაცია იყო გუშინდელი ანტიდასავლური – ანტიამერიკული და ანტიევროპული ეთერი, სადაც გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩების, აგრეთვე, ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიმართ.
გუშინდელი ეთერი, რომელშიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ერთმანეთის მხარდამხარ ეწეოდნენ გაერთიანებული რუსული ოპოზიციის წარმომადგენლები: ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, გიგი უგულავა, ნატო ჩხეიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი გუგავა, ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე, იყო ანტიდასავლური პროპაგანდისა და დასავლური ინსტიტუტების წინააღმდეგ ე.წ. რბილი ძალის გამოყენების კლასიკური ნიმუში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები