ქართული ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერი – „ღვინის ბიბლიოთეკა” საახალწლოდ უპრეცედენტო კამპანიას გეგმავს
ქართული ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერი –„ღვინის ბიბლიოთეკა”, რომელიც მე-3 წელია, ქართული არტიზანული ღვინის პოპულარიზაციას ეწევა და მის გაყიდვების გაზრდას უწყობს ხელს, საახალწლოდ უპრეცედენტო კამპანიას გეგმავს.
კომპანიის ინფორმაციით, კამპანიის მიზანია, ერთი მხრივ, პანდემიის პირობებში ღვინის მოყვარულებს, მისცეს ქართული ღვინის საუკეთესო ნიმუშების შეძენის საშუალება ხელმისაწვდომ ფასად, ხოლო, მეორე მხრივ, მეღვინეებმა ამ რთულ პერიოდში მოახერხონ თავიანთი პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია.
“15 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, ნახევარ ფასად შეიძინოს ქართული არტიზანული ღვინის 50 საუკეთესო ნიმუში.
აღნიშნული ღვინის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ღვინის ბიბლიოთეკის ონლაინ მაღაზიაში, ასევე, საქართველოში წარმოდგენილი, ონლაინ გაყიდვის (მიტანის სერვისის) ყველა არხზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
R