ელისაშვილი: ელჩებთან შეხვედრებიდან გარანტია უნდა გამოვიტანოთ, თუ ეს მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ, ისე გახადეს, გეგონება, სამშობლოს უნდა ვუღალატო იქ შესვლით

“მე თუ შეხვედრებიდან ეს დოკუმენტები და გარანტია მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ, რა თქმა უნდა. ისე გახადეს, გეგონება, სამშობლოს უნდა ვუღალატო, პარლამენტში თუ შევალ”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ახლა არის მომენტი და შესაძლობლობა იმისა, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრებიდან საქართველოს მომავალი დავიკავოთ ხელში.

„მოლაპარაკებების მაგიდიდიან საშვილიშვილო შედეგი მინდა, წამოვიღო, ამისთვის ვიბრძვი მე პირადად. ალბათ, ყველას გაინტერესებთ, რას ვაკეთებთ ყველა იქ, როდესაც სათობით ვხედვართ – კამათია, დაპრისპირებაა, მაგრამ, ამის გარდა, დროის სამი მეოთხედი დეტალებზე საუბარს ეთმობა – ცესკო როგორ უნდა დაკომპლექტეს, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე, როგორი უნდა იყოს კომისიები, არჩევნების წესი, დაკვირვება და ა.შ, ამას მივყვებით საათობით.
მე მწამს, რომ ახლა გვაქვს მომენტი და შესაძლობლობა, რომ ამ შეხვედრებიდან საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ, გაწიკწიკებული საარჩევნო წესებით. პირდაპირ გეუბნებით, თუ მე იქიდან ეს დოკუმენტები და გარანტია მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ, რა თქმა უნდა. ისე გახადეს გეგონება სამშობლოს უნდა ვუღალატო პარლამენტში თუ შევალ, მაგრამ ასე ტყუილად არ შევალ, ქუდი რომ შემიგდონ და არც შევდივარ. მე თუ ამ დოკუმენტებით გამოვალ მოლაპარაკებებიდან, გამოვალ თავაწეული“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები