აზერბაიჯანში მოქმედი საკარანტინე რეგულაციები 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა
აზერბაიჯანში მოქმედი საკარანტინე რეგულაციები 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა.
ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში, აზერბაიჯანში გაუარესებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნაში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, რომელიც ძალაში 14 დეკემბრიდან შევა და 2021 წლის 18 იანვრამდე იმოქმედებს. კერძოდ, ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, მინგეჩაურსა და სხვა დიდ ქალაქებში, ასევე, რამდენიმე რაიონში შესვლა, ისევე როგორც ამ ადმინისტრაციული ერთეულებიდან გამოსვლა, შეიზღუდება. გამონაკლისი მხოლოდ სპეცდანიშნულების საშუალებებსა და სატვირთო მანქანებზე გავრცელდება.
ასევე, 14 დეკემბრიდან 2021 წლის 18 იანვრამდე პერიოდში, მომსახურების სფეროს საქმიანობის თითქმის სრული შეჩერება მოხდება. კერძოდ, კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ. ყველა მაღაზია, გარდა სასურსათე მაღაზიების, ბაზრებისა და აფთიაქების ასევე შეწყვეტს ფუნქციონირებას.