აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის გამო, ექიმები ფიქრობენ, რომ საავადმყოფოები კრიზისულ რეჟიმზე უნდა გადავიდნენ

აშშ-ში ექიმები ფიქრობენ, რომ საავადმყოფოები ე.წ. კრიზისულ რეჟიმზე უნდა გადავიდნენ, რადგან მადლიერების დღის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა. ინფიცირებულების დიდი ნაწილი საჭიროებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობას.

კრიზისული რეჟიმი გულისხმობა მეტი ყურადღების დათმობას იმ პაციენტებისთვის, რომელთაც მეტი შანსი აქვთ გადარჩენის.

კალიფორნიაში მოსახლეობის სამი მეოთხედი პანდემიის სწრაფი გავრცელების გამო მკაცრ რეგულაციებს ექვემდებარება და ძალაშია მოწოდება – „დარჩი სახლში“. დაიკეტა ბარ-რესტორნები, პარკები და სანაპირო ზოლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები