“გეი ვარ და ეს არ მაფერხებს” – საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ისაუბრა

საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, კლემან ბონმა საჯაროდ განაცხადა, რომ არის გეი და ეს მას არ უშლის ხელს, იყოს მინისტრი.

ამის შესახებ მან ფრანგულ გეი-ჟურნალ Têtu-ს განუცხადა.

“გეი ვარ და არ მაქვს პრობლემა, ეს ვაღიარო”, – თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, ამით იმის თქვა უნდა, რომ ჰომოსექსუალობა “არ არის შეფერხება”, რათა გახდე მინისტრი.

ასევე, მან პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს პოლონეთში ლგბტ-თემის მოძრაობას. ბონის თქმით, პოლონეთს მომდევო წელს ესტუმრება, ასევე, დაეხმარება პოლონურ ორგანიზაციას, რომელიც აბორტის უფლებას იცავს.

პოლონეთის ასობით მუნიციპალიტეტმა თავი ლგბტ-სგან თავისუფალ ზონად გამოაცხადა, რის გამოც ქვეყნის მთავრობა აგვისტოში იმ ქალაქების მხარდაჭერის წინადადებით გამოვიდა, რომლებიც ამის გამო ევროკავშირის დაფინანსების სტატუსი დაკარგეს.

“არ მინდა, ხალხმა თქვას, რომ ვებრძვი ლგბტ-სგან თავისუფალ ზონებს, რადგან გეი ვარ. თუმცა, როგორც ევროპის საქმეთა მინისტრს, დამატებითი ვალდებულებები მაქვს. ტოლერანტობისთვის უნდა ვიბრძოლო”, – თქვა მან.

გასულ წელს ევროპარლამენტმა პოლონეთის “ლგბტ-სგან თავისუფალი ზონები” დაგმო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები