როდის ელოდება ბილ გეიტსი პანდემიის დამარცხებას – Microsoft-ის დამფუძნებელმა ის ვაქცინებიც დაასახელა, რომლებიც გაზაფხულზე იქნება ხელმისაწვდომი

Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი აცხადებს, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო 6 კომპანიის ვაქცინა იქნება მზად.

ამის შესახებ მან Singapore FinTech Festival-ის ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, ნებართვას მიიღებენ AstraZeneca-ს, Johnson & Johnson-ის, Novavax-ის, Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს პრეპარატები, თუმცა, მეექვსე კომპანია არ დაუსახელებია.

ბილ გეიტსმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელს ვაქცინის გამოჩენა ხელს შეუწყობს 2022 წლისთვის პანდემიის დამარცხებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები