გვარამიას ინფორმაციით, პარლამენტში 7 ოპოზიციონერი შედის, მათ შორის გიორგი ვაშაძეა

“ჩვენ გავახმოვანეთ ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს და რომლის თანახმადაც პარლამენტში 7 ოპოზიციონერი შედის”, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ თაკო ჩარკვიანის პოსტზე კომენტარის სახით დაწერა.

„ჩვენ გავახმოვანეთ ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს და რომლის თანახმადაც პარლამენტში შედის (კი არ ყოყმანობს, კი არ ფიქრობს – სწორედაც შედის) 7 ოპოზიციონერი (შემდეგ გამოშვებაში დავასახელებთ შვიდივეს), მათ შორის ორი – თქვენი სიიდან, პირველ ყოვლისა, ბატონი ვაშაძე.
ესააა ჩვენი ინფო, რომლის დამალვასაც არ ვაპირებთ და თუ გვიპასუხებს და უარყოფს ბატონი ვაშაძე, გაგვეხარდება. ჯერჯერობით, სერგო ჩიხლაძეს პასუხობდა მესამე პირში“, – დაწერა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები