ჩრდილოეთ გერმანიაში, ბრემენში პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა, რადგან მსგავსი შეკრებების დროს ორგანიზატორები და მონაწილეები არ იცავდნენ ფიზიკურ დისტანციას

ჩრდილოეთ გერმანიაში, ბრემენში 20 ათასი კაცისთვის საპროტესტო აქციის ნებართვის მოთხოვნით მიმართეს უმაღლეს სასამართლოს, რომელმაც ნებართვაზე უარი განაცხადა, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, მიუხედავად ამისა, ბრემენში მაინც შეიკრიბნენ მოქალაქეები და აპროტესტებდნენ ე.წ. ლოქდაუნს.

„პოლიციას მოუწია საპროტესტო აქციის დაშლა, რადგან, ბრემენის მთავრობის განკარგულებით, აკრძალულია შეკრებები იმის გამო, რომ სხვა ქალაქებში მსგავსი შეკრებების დროს ორგანიზატორები და მონაწილეები არ იცავდნენ ფიზიკურ დისტანციას.
ბრემენში პოლიციამ აქცია ერთი თვის წინაც დაშალა, მაშინ პოლიციას წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენება მოუხდა“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები