ვაშლის ექსპორტი საქართველოდან 14 – ჯერ გაიზარდა, ძირითადი მყიდველი რუსეთია

2020 წლის აგვისტოს დასაწყისიდან 6 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან 6,207 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც 14-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ვაშილს ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 2.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9-ჯერ მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
ქართული ვაშლის ექსპორტის, დაახლოებით, 96% (5,945 ტონა) რუსეთში განხორციელდა. ქართული ვაშლის საექსპორტო ბაზრებში ასევე შედის ყაზახეთი, სომხეთი, სინგაპური და ჰონგ კონგი (ჩინეთი).

დღეის მდგომარეობით, ადგილობრივ ბაზარზე 1 კგ ვაშლის მინიმალური ფასი 0.8 ლარია, ხოლო მაქსიმალური – 3 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები