WP: ტრამპმა, არჩევნების შედეგების შეცვლის თხოვნით, პენსილვანიაში ორჯერ დარეკა
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩვენების შეცვლის თხოვნით წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენელს პენსილვანიის შტატიდან, ბრაიან კატლერს გასულ კვირას ორჯერ დაურეკა.
ამის შესახებ გაზეთი Washington Post-ი წერს.
გაზეთი წერს, რომ ზარების განხორციელების შესახებ ინფორმაციას კატლერის ოფისში ადასტურებენ, რაც WP-ის მონაცემით ტრამპის მიერ განხორციელებული უკვე მესამე ნაბიჯია, რომლის დროს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი შედეგების შეცვლას ცდილობდა. მანამდე ასეთი თხოვნით მან მიჩიგანის შტატში რესპუბლიკელების წარმომადგენელს, ასევე, ჯორჯიის შტატის გუბერნატორს, ბრაიან კემპს მიმართა.
სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა თქვა – “მესმის არსებულ პრობლემებზე ფილადელფიაში და თქვენს კანონმდებლობასთან დაკავშირებით”.
“როგორ შეგვიძლია ამის შეცვლა?”, – დაინტერესდა ტრამპი.
Washington Post-ის ინფორმაციით, კატლერმა ტრამპს უთხრა, რომ შტატის საკანონმდებლო უწყებებს არ შეუძლიათ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების გამოცვლა.