სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიულ არეალს ზრდის და OCO Global-თან თანამშრომლობას იწყებს

USAID -ის მხარდაჭერით, სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიულ არეალს ზრდის და საერთაშორისო კომპანია OCO Global-თან თანამშრომლობას იწყებს.

“უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმასთან OCO Global-თან მუშაობით, მნიშვნელოვნად გავზრდით ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიულ მასშტაბს”, – განაცხადა „აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.

USAID-ის ფინანასური მხარდაჭერით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” საინვესტიციო გუნდი მჭიდროდ ითანამშრომლებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმასთან – OCO Global-თან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკაში მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების მოზიდვასა და საქართველოს ეკონომიკის პოტენციალთან დაკავშირებით საერთაშორისო ინვესტორთა ცნობიერების ამაღლებას. ინიციატივის პრიორიტეტი იქნება ინდუსტრიული და ექსპორტზე ორიენტირებული პროექტები, როგორიცაა ინოვაციური, მაღალხარისხიანი ელექტრონიკის, სამედიცინო ინსტრუმენტების, საავიაციო და მანქანების ნაწილების წარმოება.

“ეს ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას ინოვაციურ მრეწველობაში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის კონკურენტულ, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას”, – ამბობს USAID/საქართველოს მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები