ლავროვი: ისეთი პირობა შეიქმნა, რომ სამხრეთ კავკასია სტაბილურ რეგიონად გარდაიქმნას, რუსეთი ამას ხელს შეუწყობს

“9 ნოემბერს ისეთი პირობა შეიქმნა, რომ სამხრეთ კავკასია უთანხმოების რეგიონიდან სტაბილურობის რეგიონად შეიძლება, გარდაიქმნას და ამას რუსეთი ხელს შეუწყობს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში სომეხ კოლეგასთან შეხვედრის დროს.

“ერთობლივმა განცხადებამ, რომელსაც 9 ნოემბერს ხელი სომხეთის პრემიერმინისტრმა და აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი, ომი შეაჩერა და უზრუნველყო ისეთი პირობა, რომლის მიხედვით ლტოლვილებსა და დევნილებს საკუთარ კერებში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ, ასევე, შეთანხმებამ უზრუნველყო ეკონომიკის აღდგენა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტა”, – თქვა რუსმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ ყველა კომუნიკაციის გახსნაზე – სამეურნეო თუ სატრანსპორტო.

“ამით რეალურად შეგვიძლია, შევქმნათ ისეთი პირობები, რომ სამხრეთ კავკასია დაპირისპირების რეგიონიდან სტაბილურობისა და აყვავების რეგიონად გარდაიქმნას, იქ მცხოვრები ყველა ადამიანის ინტერესის გათვალისწინებით. ამ მიმართულებით ხელს შევუწყობთ”, – აღნიშნა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები