იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 60 078 -მდე გაიზარდა.

შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის მთავრობა აქვეყნებს.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების 1 728 878 შემთხვევაა დადასტურებული.

უწყების ინფორმაციით, 3 ნოემბერს 993 ლეტალური შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია; 4 ნოემბერს – 814; 5-ში – 662, ხოლო გუშინ 564 გარდაცვლილი იყო.

იტალიაში იმ ქვეყნების რიცხვში შედის, სადაც გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელია, კერძოდ, 100 ათას სულ მოსახლეზე 99 ლეტალური შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები