საქართველოდან პირველი აგვისტოდან 6 207 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა
საქართველოდან 1-ელი აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში 6 207 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.7 მილიონი დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული, ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის მოცულობას, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.4 მილიონი დოლარით გაიზარდა.
წარმოებული ვაშლის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, 5 945 ტონა.
რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.