რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციამ მოიპოვა
რუმინეთში გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (PSD) მოიპოვა.
წინასწარი მონაცემით, პარტიამ სენატში მოსახვედრი 30,2%, ხოლო თემთა პალატაში 29,8% მოიპოვა.
მოქმედი პრემიერმინისტრის, ლუდოვიკო ორბანის პარტიამ, კონსერვატიულმა ეროვნულ-ლიბერალურმა პარტიამ (PNL), ხმების 25,5% და 25,11% მიიღეს.
ასევე, მმართველი გუნდის სავარაუდო მოკავშირე მემარჯვენე ცენტრისტულმა ალიანსმა USR-PLUS, 15% და 14,5% მიიღო.
რუმინეთში 5%-იანი ბარიერი კიდევ ორმა პარტიამ გადალახა – ულტრანაციონალურმა ალიანსმა რუმინეთის ერთობისთვის 8,8% 8,7%),რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პირველად მოხვდება; ასევე რუმინეთში უნგრელების დემოკრატიულმა ალიანსმა 6,2% და 6%.
ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ სოციალ-დემოკრატები, სავარაუდოდ, მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებენ, რადგან მმართველ პარტიას მეტი მოკავშირე ჰყავს.
არჩევნებზე დასწრება რეკორდულად დაბალი იყო. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მოსახლეობის მხოლოდ 33%-მა აირჩია.