საქართველოში იმპორტირებული საწვავის მოცულობით რუსეთი ლიდერობს, აზერბაიჯანი მეორეა

მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდან 194,0 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა, რაც მთლიანი საწვავის იმპორტის 19,3%-ია. აზერბაიჯანს ბენზინისა და დიზელის იმპორტის სიდიდით მხოლოდ რუსეთი უსწრებს, საიდანაც 11 თვეში საქართველომ შეიძინა 308,4 ათასი ტონა საწვავი, რაც მთლიანი იმპორტის 30,7%-ია.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, შემდეგ პოზიციებზეა: რუმინეთი – 192 ათასი ტონა (19,1%), ბულგარეთი – 102,9 ათასი ტონა (10,2%); თურქმენეთი – 93,2 ათასი ტონა (9,3%), საბერძნეთი – 40,6 ათასი ტონა (4,0%), ყაზახეთი – 39,1 ათასი ტონა (3,9%), თურქეთი – 14,7 ათასი ტონა (1,5%), მოლდოვა – 10,7 ათასი ტონა (1,1%).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები